დღეს, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველო პოპულარულ ქვეყნად იქცა პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის, ძნელია არ ვახსენო ეწ. პოლონური მემკვიდრეობის. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი ისე დაბრუნდება სახლში, რომ არ ესტუმროს თბილისს, რომელიც 1500 წელზე მეტი ხანია ქვეყნის დედაქალია. თბილისი აჯადოებს თავისი საოცარი ქუჩებით, ძველი ეკლესიებით (მართლმადიდებლური ეკლესიებით) და ევროპული და აზიური სტილის შერწყმით . საქართველო ერთის მხრივ თითქოს შორეული ქვეყანაა, პოლონელებისთვის გაუგებარი ანბანითა და ენით, მაგრამ ამავე დროს ძალიან ახლოსაა პოლონურ სულთან. ეს სიახლოვე იგრძნობა არა მხოლოდ ადამიანებისგან, რომლებიც მართლაც ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, არამედ ის შეიგრძნება თბილისის ქუჩებში სეირნობისას როდესაც თითქმის ყველა ლამაზი შენობა წარმოადგენს პოლონურ მემკვიდრეობას.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა 200 წელზე მეტია გრძელდება. ისტორიული მონაცემებით, საქართველოში პოლონელების დიდი ჯგუფი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდა და მე-20 საუკუნის დასაწყისში იპოვა აქ მეორე სახლი, ამ ჯგუფში შედიოდნენ: გადასახლებული აჯანყებულები, მეფის სამსახურში მყოფი პოლონელი ჯარისკაცები, ჩინოვნიკები , ასევე ისინიც ვინც ნებაყოფლობით აირჩია ეს ქვეყანა. ბევრი მათგანი შევიდა ქვეყნის ისტორიაში და სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი ამ მთიან ქვეყანას.
ემიგრანტებს შორის იყვნენ პოლონელი არქიტექტორების ჯგუფი: ალექსანდე შიმკევიჩი და ალექსანდრე ს. როგოისკი, რომლებმაც დააპროექტეს მრავალი წარმომადგენლობითი შენობა დედაქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში, ისინი არიან იმ პოლონელთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი შემოქმედებით კვალი დატოვეს საქართველოში.
ალექსანდრე შიმკევიჩი თბილისში მოღვაწეობდა XIX-XX საუკუნეებში. მუშაობდა გუბერნატორის მდივნად, შემდეგ ქალაქის არქიტექტორად და ბოლოს ქალაქის მრჩევლად. სიცოცხლის ბოლოს ასწავლიდა ხატვასა და არქიტექტურას თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, რომელიც მოქმედებდა სახვითი ხელოვნების ხელშემწყობი კავკასიის საზოგადოების ქვეშ.
დღესაც თბილისში სეირნობისას შეხვდებით პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ არაერთ ისტორიულ შენობას, რომლებიც თბილისისა და მისი ღირსშესანიშნაობის განუწყვეტელი ნაწილია. საქართველოზე საუბრისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლონური კვალი ყველა სფეროში მოიპოვება და არქიტექტურა არ არის გამონაკლისი.
Artykuł został napisany w ramach projektu Akademia Dziennikarstwa Obywatelskiego na Wschodzie
ასევე წაიკითხეთ ეს სტატია პოლონურად
“Publikacja wyraża jedynie poglądy autora/ów i nie może być utożsamiana z oficjalnym stanowiskiem
Kancelarii Prezesa Rady Ministrów.”