მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის ათასობით კილომეტრია, თბილისის შუაგულში, სოლოლაკის რაიონში, შეგიძლიათ იპოვოთ ადგილი, სადაც ისაუბრებთ პოლონურად და შეეხებით საქართველოსთან საუკუნეების მანძილზე დაკავშირებულ პოლონური ოჯახების ისტორიას.
როცა პოლონურ სკოლას ვეძებდი, ჩემმა მეგობარმა ირენ კესკულმა მიმიყვანა საქართველოში პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიაში“. ოთახში შესვლისას, სადაც ენისა და კულტურის გაკვეთილები იმართებოდა, უცებ აღმოვაჩინე, რომ ეს ადგილი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საკლასო ოთახი. ამ ადგილს სული აქვს, ვიღაც იტყვის, რომ ოთახს სული არ ექნება, მაგრამ მე არ ვეთანხმები მას, რადგან შემეძლო 1829 წლიდან პოლონური ლოცვის წიგნის ხელში დაჭერა, რეცეპტები და 1812 წლით დათარიღებული სხვა წიგნები, უამრავი ფოტო კეთილშობილური პოლონური სახეებით მიყურებდა კედლებიდან, დავუწყე ჩემს მეგობარს კითხვების დასმა, ვისი იყო ეს წიგნები და ძველი ფოტოები. ირენამ დაიწყო ქალბატონი მარია ფილინას შესახებ მოყოლა – რომელიც კავშირის დამფუძნებელია და სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ოთახში შემოვიდა ლამაზი მაღალი ცისფერ თვალება ქალი, რომელიც სურათებზე გამომჟღავნებულ ადამიანებს ჰგავდა – ეს ქალბატონი აღმოჩნდა პროფესორი მარია ფილინა.
ძალიან მორცხვად მიველსამე და ცნობის მოყვარეობისგან გამოღებული ლოცვის წიგნი ავტომატურად შემოვდე თაროზე,. პროფესორმა ღიმილით თქვა, რომ ეს იყო მისი ბებიის ლოცვარი. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ჩემ ბებიასაც უნდა ჰქონოდა ასეთი ლოცვის წიგნი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ჩემამდე და არც ჩემ დამდე ამ წიგნმა არ მიღწია.
პროფესორისგან მოსმენილმა ამბავმა უცებ დამაბრუნა ბავშვობაში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, თბილისში ყველგან თოფით შეიარაღებული ხალხი დარბოდა, ტანკები მოძრაობდნენ, არ იყო გათბობა, გაზი, დენი და ზოგჯერ წყალიც კი. . ღამით სახლებში ნავთის ნათურები გვქონდა და გასათბობად შეშის ფეჩებს ვიყინებდით – და ესეც ფუფუნებად ითვლებოდა, რადგან ყველას არ შეეძლო შეშის შოვნა. ახლაც კი ვერ წარმომიდგენია, ამ ქალმა საკუთარ თავში როგორ იპოვა ძალა რათა 90 იანებში, როცა ყველა თბილისელს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო გადარჩენა ეს ყველაფერი გაეკეთებინა. ქალბატონმა მარიამ დააარსა საქართველოში პოლონელების კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ერთი წუთით მაინც დაევიწყებინათ ეს კოშმარი რომელიც ხდებოდა. პოლონიაში მოდიოდნენ რათა მოესმინათ პოლონურად წარმოთქმული ლექსები და გიორგი შავერზაშვილის ფორტეპიანოზე დაკრული. ბატონი გიორგი გაყინული თითებით უკრავდა.
ასოციაცია კვლავ აწყობს კონცერტებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია პოლონური კულტურის პოპულარიზაციისკენ. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ პოლონური სიმღერა, რადგან ჩვენ გვაქვს სამოყვარულო გუნდი, მუსიკა, რადგან კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილის რომელიც ასევე წარმოშობით პოლონელია, ყოველთვის უკრავს ჩვენს კონცერტებზე. შესაძლებელია პოლონელი პოეტების საოცარი თარგმანების წაკითხვა თუნდაც ქართულ ენაზე. 1994 წლიდან დღემდე ურთიერთობა აახლოვებს და აკავშირებს „პოლონურ სულს“ საქართველოსთან. პოლონელი და ქართველი ხელოვნების წარმომადგენლები დღემდე მონაწილეობენ პოლონურ ღონისძიებებში და პოლონია ნამდვილად ამაყობს ვინაიდან დაიმსხურა საზოგადოების დიდი ინტერესი/
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. ჩვენი გამომსვლელები პოლონეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებიდანაა, პოლონიას არაერთო ფოტო გამოფენაც მოუწყია.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო და პოლონეთი გეოგრაფიულად არ არიან ერთმანეთის გვერდით, მაგრამ სულით და გულით მსგავსი ქვეყნებია. ეჭვი მეპარება, რომ კავკასიას მოეწონოს ვინმე ვინც არაკეთილსინდისიერი იქნებოდა. გაუმარჯოს მეგობრობას
ლელა პაპუაშვილი.
Artykuł został napisany w ramach projektu Akademia Dziennikarstwa Obywatelskiego na Wschodzie
ასევე წაიკითხეთ ეს სტატია პოლონურად
“Publikacja wyraża jedynie poglądy autora/ów i nie może być utożsamiana z oficjalnym stanowiskiem
Kancelarii Prezesa Rady Ministrów.”

